ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავკაცი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ქართველი სპეციალისტი კვიპროსის მწვრთნელთა ასოციაციამ გამოარჩია და მას სპეციალური ჯილდოც გადასცეს.
„ანორთოსისმა“ ნოემბერში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ხოლო ორჯერ ფრეს დასჯერდა.
„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.









