ფეხბურთი

15:14 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ვინ ვის ათრევდა?!“ - მკვეთრად უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტს, რომელმაც რონალდუ მესიზე მაღლა დააყენა

„მილანის,“ „ბარსელონას,“ „აიაქსისა“ და შვედეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ დაეთანხმა ცნობილი ჟურნალისტის პირს მორგანის მტკიცებას, რომ „ინტერ მაიამის“ მოთამაშე ლიონელ მესი გუნდისთვის ნაკლებად მუშაობს, ვიდრე „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. იბრაჰიმოვიჩი მესისთან ერთად თამაშობდა „ბარსელონაში“ 2009 წლიდან 2010 წლამდე.

„პირს მორგანი: რონალდუმ მარტომ ატარა მადიდის „რეალი“. მან მატჩები მოიგო მათთვის! მესის ამის უნარი არ აქვს.

მითხარით, ვინ ვის ათრევდა?!“ — ციტირებს BeksFCB იბრაჰიმოვიჩსა და მორგანს შორის სუბრის ფრაგმენტს სოციალურ ქსელ X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098902