თამაშგარე

15:50 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ომარ მარმუშმა ცოლად ძმაკაცის ბიძაშვილი შეირთო

აფრიკის ეროვნებათა თასზე, რომელიც 22 დეკემბერს იწყება, ფრიად კარგ ხასიათზე გაემგზავრება „მანჩესტერ სიტისა" და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი ომარ მარმუში, რომელიც 26 წლის ასაკში დაოჯახდა და ხსენებულ ტურნირზე ცოლიანი კაცის სტატუსით მოგვევლინება.

მარმუშმა ცოლად თავისი მეგობრის ბიძაშვილი მოიყვანა, რაც ქართულ რეალობაში მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი არ არის, ეგვიპტეში კი როგორც ჩანს „მოსულა“ მსგავსი რამ და არც იმის საფრთხე ემუქრებათ, რომ ომარ მარმუშსა და მის ცოლს, ჯული გაბასს გოგოს ბიძაშვილი ძმაკაცებს „დააყენებს“ და საქმეს გაურჩევს, ჩემს ძმაკაცს ცოლად როგორ გაჰყევიო.

როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, ჯული ნამეტანი განათლებული გოგო ყოფილა და სასექსის უნივერსიტეტი ჰქონია დამთავრებული. პროფესიით მარკეტოლოგია და სახლში იმხელა დიპლომი უდევს, მარმუშის მთელს სანათესაოს გაახარებს დიპლომიანი რძლის ოჯახში შესვლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098047