ფეხბურთი

19:03 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია

თბილისის „იბერიას“ ფეხბურთელი გიზი მამაგეიშვილი კარიერას გრაცის „შტურმში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მამაგეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ძალიან მიხარია, რომ ისეთ წამყვან ავსტრიულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „შტურმია“. ეს კლუბი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო ოთარ კიტეიშვილის მეშვეობით და მაშინვე დავუკავშირდი, როგორც კი მათი ინტერესის შესახებ გავიგე - მას მხოლოდ დადებითი რამ ჰქონდა სათქმელი. მოუთმენლად ველი გუნდის გაცნობას, იანვარში სეზონისწინა მზადების დაწყებას და წარმატების მისაღწევად მუშაობას“, - თქვა მამაგეიშვილმა.

გიზის კარიერაში „შტურმი“ პირველი უცხოური კლუბი იქნება, აქამდე მას მხოლოდ „იბერიაში“ უთამაშია, რომლის მაისურით 133 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 15 თამაში აქვს ჩატარებული (2 გოლი).

„შტურმში“ 2018 წლიდან ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, მანამდე, ამ კლუბში სხვა ქართველებსაც უთამაშიათ. გრაცელებმა ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177057