16 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო შედეგებით გამორჩეულები სხვადასხვა ნომინაციებში: 2025 წლის საუკეთესო გუნდი - პარაძიუდოს ნაკრები, საუკეთესო მწვრთნელი - პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი დასახელდა, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარალიმპიელი ჩემპიონ პრიზიორები, მწვრთნელები და ფედერაციების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, წარმატებები უსურვა ჩვენს პარალიმპიელებს და მონაწილეობა მიიღო საუკეთესო პარალიმპიელი ქალის დაჯილდოების ცერემონიალში. აღნიშნული ჯილდო ნინა თიბილაშვილს ერგო.
GEONOC.ORG.GE









