კონფერენს ლიგაზე ფაზის ეტაპი დასრულდა, შედეგად, ყველ ვერდიქტი ცნობილია და თებერვლიდან ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდა.
რუმინული „კრაიოვა“ სტუმრად ათენის „აეკ-ს“ ორჯერ უგებდა, მაგრამ ბოლოს გამარჯვება ხელიდან გაუშვა და დამარცხდა (2:3). ანზორ მექვაბიშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
ქართველი მოედნიდან რომ გავიდა (96-ე წუთზე), მისი გუნდი იგებდა (2:1), მაგრამ რუმინელებმა შემდეგ ორი გოლის გაშვება მოახერხეს და წააგეს, რაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენის ფასად დაუჯდათ.
„კრაიოვამ“ 7 ქულით 25-ე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა, ბურთების ბალანსით ჩამორჩა „სიგმას“, რომელიც პლეი-ოფში გავიდა.
„შახტარი“ „რიეკას“ შინ უგოლოდ დაუზავდა, ირაკლი აზაროვი სათადარიგო სკამზე იყო. დონეცკელებმა 13 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ.
ბრატისლავის „სლოვანმა“ შინ შვედური „ჰაკენი“ 1:0 დაამარცხა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. სლოვაკურმა გუნდმა 6 ქულით 29-ე ადგილი დაიკავა და ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.
კონფერენს ლიგის მერვედფინალში პირდაპირ გავიდნენ: „სტრასბური“, „რაკუვი“, ათენის „აეკი“, „სპარტა“, „რაიო ვალეკანო“, „შახტარი“, „მაინცი“, „აეკ ლარნაკა“.
პლეი-ოფში (1/16-ფინალში) ითამაშებენ: „ლოზანა“, „კრისტალ პალასი“, „ლეხი“, „სამსუნსპორი“, „ცელიე“, „ალკმაარი“, „ფიორენტინა“, „რიეკა“, „იაგელონია“, „ომონია“, „ნოა“, „დრიტა“, „კუპსი“, „შკენდია“, „ჟრინსკი“, „სიგმა“.
კონფერენს ლიგას და ზოგადად, ევროთასებს გამოეთიშნენ: „კრაიოვა“, „ლინკოლნი“, „დინამო კიევი“, „ლეგია“, „სლოვანი“, „ბრეიდაბლიკი“, „შემროკ როვერსი“, „ჰაკენი“, „ჰამრუნი“, „შელბურნი“, „აბერდინი“, „რაპიდი“.







