ფეხბურთი

12:57 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი შეთავაზება გაკეთებულია: "ბარსელონა" 17 წლის ეგვიპტელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიის "ბარსელონა" 17 წლის ეგვიპტელი ტალანტის ჰამზა აბდელქარიმის ტრანსფერზე მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბარსელონას" სკაუტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კატალონიურმა გრანდმა ამ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო, მეტიც მათ "ალ აჰლის" პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთა. თავდაპირველად აბდელქარიმი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში ითამაშებს, ხოლო მომავალში, მისი განვითარების მიხედვით, მას პირველი გუნდის წევრის სტატუსის მოპოვება შეეძლება.

ცნობისთვის, ჰამზა აბდელქარიმი ამჯამად ეგვიპტურ "ალ აჰლის" ღირსებას იცავს, სადაც მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 100 000 ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098083