ფეხბურთი

13:28 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხავი გარსია: "ჩაკვეტაძეს დრო სჭირდება, ის შესანიშნავი ფეხბურთელია"

ხვალ, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "სტოკ სიტის" უმასპინძლებს. იქამდე კი ხავი გარსიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძეზე გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის აზრით გიორგის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ფლანგია.

"ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, სადაც აუცილებელია, რომ კარგი მატჩები ჩავატაროთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გიორგი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს და საუკეთესო დონე გამოავლინოს. ჩვენ ეს ვიცით და მის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება. გასულ მატჩში მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება უბრალოდ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო.

ჩემი აზრით ჩაკვეტაძეს საუკეთესო პოზიცია მარცხენა შემტევათ თამაშია, თუმცა როდესაც შემადგენლობას ირჩევ, ბალანსი უნდა იპოვო არა მხოლოდ ერთი მოთამაშის, არამდეთ მთლიანი გუნდის", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი ტრავის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ახლახანს დაუბრუნდა და ჯერ მოხლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "უოტფორდისა" და "სტოკის" დაპირისპირება ხვალ 20 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170677