ზლატან იბრაჰიმოვიჩის უმცროსი შვილი ვინსენტ იბრაჰიმოვიჩმა ოფიციალურად "მილანთან" თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია როსონერის გვერდმა დაადასტურა.
17 წლის ვინსენტი ნახევარმცველია და თავდაპირველად "მილანის" 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანის მეორე შვილი მაქსიმილიანიც "მილანის" ფეხბურთელია, ის 19 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია.






