სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:30 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე წელს ვერ ითამაშებს და "ბაიერნთან" მატჩსაც გამოტოვებს

„ჰაიდენჰაიმის“ ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა დაადასტურა.

„ბუდუ ზივზივაძეც წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. მის დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში ველით“, - თქვა შმიდტმა.

ზივზივაძეს ტრავმის გამო ბოლო სამი მატჩი გაუცდა და ვერც წლის ბოლო შეხვედრაში ითამაშებს მიუნხენის „ბაიერნთან“. ქართველი შემტევის დაბრუნება მოედანზე 2026 წლის პირველ შეხვედრაში, 10 იანვარს, „კიოლნთანაა“ მოსალოდნელი.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა („აინტრახტთან“).

0.096163