ფეხბურთი

19:20 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "სეზონის დასაწყისი რთული იყო, ახლა ყველაფერი უკეთაა"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „ნიცას“ რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ზურიკო მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

„სეზონის პირველი ნახევარი დადებითი იყო. მეორე ადგილზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. თუმცა, მხოლოდ მცველებზე არ ვსაუბრობ. დაცვის ორგანიზება ყველას მოიცავს, დაწყებული ჩემგან. ვფიქრობ, რომ ჩვენივე შეცდომების გამო ექვსიდან ცხრა ქულამდე დავკარგეთ. იმედი მაქვს, სეზონის მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, მახსოვს გასულ სეზონში ნიცაში გამართული მატჩი. თუმცა, შემადგენლობები შეიცვალა. "ნიცა" რთულ პერიოდს გადის, რაც ფეხბურთის ნაწილია. საფრანგეთის თასი არის ტურნირი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საუკეთესოების წინააღმდეგ გამოვცადოთ საკუთარი თავი, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

პირად დონეზე, სეზონის დასაწყისი ცოტა რთული იყო. ახლა ყველაფერი უკეთესადაა. 8 გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის საკმაოდ მისაღებია. თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესად გაკეთება შემიძლია და ამისთვის ვიმუშავებ. კონკრეტულ მიზნებს არ ვისახავ, ჩემი მიზანია გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის მიზანია - მომდევნო მატჩების მოგება და ლიგა 1-ში დაბრუნება. ჩემი აზრით, გვყავს ხარისხიანი გუნდი, ლიგა 1-ის დონის. თუმცა, ლიგა 2 რთული ჩემპიონატია, ყოველ ტურში ვხედავთ, რომ ჩვენი მეტოქეები ძლიერები არიან. სეზონის მეორე ნახევარში უკეთ უნდა ვითამაშოთ", - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098844