ფეხბურთი

20:00 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატვეი საფონოვმა ორი პენალტი მოტეხილი ხელით მოიგერია

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე მატვეი საფონოვმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ პენალტების სერიაში გაიბრწყინა, მაგრამ როგორც გაირკვა, სერიოზული ტრავმით.

მესამე პენალტის დროს საფონოვმა ხელი მოიტეხა, მაგრამ მაინც გააგრძელა თამაში, კიდევ ორი პენალტი მოიგერი (სულ 4) და გუნდს ტიტული მოაგებინა.

ახლა, საფონოვს ერთი თვით უქმობა მოუწევს, ხოლო ლუის ენრიკე ამბობს, რომ საფონოვმაც არ იცის, ტრავმა როგორ მიიღო:

„ამის ახსნა არ შემიძლია. წარმოუდგენელია, მაგრამ თვითონაც არ იცის, როგორ მოხდა ეს. ვფიქრობთ, რომ მესამე პენალტის დროს მან უცნაური მოძრაობა გააკეთა. მას მოტეხილობა აქვს. ადრენალინის მოზღვავების გამო, მოტეხილობის მიუხედავად, სერია დაასრულა. წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს ყველა მოთამაშე, მათ შორის საფონოვი, გუნდის დახმარებას, ყოველთვის მზად არიან გუნდის დასახმარებლად. ეს არის ის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა. მზად უნდა იყო გუნდის დასახმარებლად და მუდმივად იშრომო“, - თქვა ლუის ენრიკემ.

მატვეი საფონოვი პსჟ-ს მეორე მეკარეა და მის არყოფნაში გუნდს ლუკა შევალიე დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161297