„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „ფონტენესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, საფრანგეთის თასი შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ტურნირია, რომლის მოგება სურთ:
„საფრანგეთის თასი შესანიშნავი ტურნირია, რადგან ის სხვა დივიზიონების გუნდებთან თამაშის შესაძლებლობას იძლევა. თასზე ორგზის მოქმედი ჩემპიონები ვართ და გვსურს ასე გავაგრძელოთ.
არ ვფიქრობ იმაზე, რაც გავაკეთეთ, ვფიქრობ აწმყოზე, რაც დღევანდელ ვარჯიშსა და შაბათის მატჩს გულისხმობს. პარიზში ყველა მადლობას მიხდის, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი კლუბის წარმოჩენა, ამიტომ ასე უნდა გავაგრძელოთ. ის, რაც წელს განვიცადეთ, შესანიშნავია, დაუვიწყარი წელი იყო, მაგრამ აწმყოზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, კარგად უნდა დავიცვათ თავი და სწორი მენტალიტეტი გვქონდეს. ეს ჩვენი კლუბის იდენტობაა, ჩვენს დნმ-შია და შედეგი იმ სხვადასხვა რამის შედეგია, რისი დემონსტრირებაც შეგვიძლია. შესანიშნავია ასეთი მენტალიტეტის მქონე გუნდის ხილვა.
არ ვაპირებ საუბარს იმაზე, რაც გუნდმა გააკეთა, ისედაც ნათელია, ყველამ დაინახა. მთავარია, ყოველი წამით, ყოველდღე ისიამოვნო. დღევანდელი ვარჯიშით და მომდევნო მატჩით ვტკბებით. თუ ფეხბურთის თამაში გიყვარს, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელობა წინსვლაში გეხმარება. კვლავ ვცდილობთ, რომ გუნდურად გავუმჯობესდეთ. ძალიან კარგი ფინალი იყო, ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, კარგად დავიცავით თავი. მენტალიტეტი არის ის, რაც დიდ გუნდებს შორის განსხვავებას ქმნის. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რაც ვაჩვენეთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ „ფონტენეს“ 20 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.






