ფეხბურთი

23:07 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" სერია A-ს განაცხადში საბა საზონოვი დააბრუნა

საბა საზონოვი „ტორინომ“ სერია A-ს განაცხადში დააბრუნა. ეს ინფორმაცია „სასუოლოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ხარების“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონიმ დაადასტურა.

ამრიგად, საზონოვი მწვრთნელის განკარგულებაშია და თამაში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ საბა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა:

„განაცხადში ბრუნდება საზონოვი, რომელიც ხელმისაწვდომია და მთელი სეზონია ვარჯიშობს. იცით, რომ ის წასვლას აპირებდა, მაგრამ ჩვენთან ერთად იქნება, რაც მგონია, რომ სწორია”, - თქვა ბარონიმ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც საერთოდ არ უთამაშია, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საზონოვი „ხეტაფეში“ გადადიოდა, მაგრამ გარიგება ბოლოს ჩაიშალა, რის გამოც „ტორინოში“ დარჩენა მოუწია, სადაც ის სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088069