ფეხბურთი

23:53 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "კლუბთან თავიდანვე მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, პატივისცემით სავსე"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „სევილიასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კლუბის ხელმძღვანელობასთან პატივისცემით სავსე ურთიერთობა აქვს და თავს კარგად გრძნობს.

„თავიდანვე მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, სავსე პატივისცემითა და სიყვარულით. მოთხოვნები ძალიან მაღალია. ეს გრძელი გზაა, იქნება კარგი და ცუდი დროები. კარგად ვარ. ენთუზიაზმითა და ენერგიით, გვინდა, რომ ეს წელი კარგად დავასრულოთ, რათა შესვენებაზე მშვიდად გავიდეთ. კლუბი ყოველთვის ყველაფრისკენ ისწრაფვის. ვიცით, რა არის მიზანი. ვიცით, როგორ გვინდა მისი მიღწევა. ჩვენ ყველანი გაერთიანებულები ვართ, პრეზიდენტიდან მოთამაშემდე, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. მოედანი ერთადერთი მსაჯულია. მთავარი გამარჯვებაა. შეფასებები ბოლოს იწერება, მაგრამ შეფასების მიცემა ჩემზე არც არის დამოკიდებული“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ წლის ბოლო მატჩს 20 დეკემბერს, „სევილიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090012