„ლივერპულის“ ფეხბურთელმა კერტის ჯონსმა განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა:
„მო სალაჰმა ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა: თუ ვინმეზე რამე გავლენა მოვახდინე ან რამე გაგრძნობინეთ, ბოდიშს გიხდით. ის ზუსტად ისეთი ადამიანია, ის ზუსტად იგივე სალაჰია და ყველა ზუსტად იგივენაირად იყო განწყობილი მის მიმართ“, - თქვა კერტის ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი ამჟამად აფრიკის თასზე სათამაშოდაა, შესაბამისად, „ლივერპულს“ გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება.






