„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ის კონტრაქტის ბოლომდე გუნდში დარჩენას აპირებს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი სწრაფად იცვლება:
„ბოლო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, გარკვეულ პერიოდში მეკითხებოდნენ ჩემს მომავალზე. ასე რომ, დიახ, ადრე თუ გვიან, 75 ან 76 წლის ასაკში, დავტოვებ „მანჩესტერ სიტის“, აქ სამუდამოდ ვერ დავრჩები. ჩემი კონტრაქტის ბოლომდე 18 თვე დარჩა. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ გუნდის განვითარებით.
ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მაშინაც კი, 10-წლიანი კონტრაქტი რომ მქონდეს ან ექვსთვიანი, ფეხბურთი სწრაფად იცვლება“, - თქვა გვარდიოლამ.






