ფეხბურთი

1:30 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" "ინტერს" აჯობა და იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა

იტალიის სუპერთასის ფინალში "ბოლონია" გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში "ინტერის" დამარცხება მოახერხა. ნახევარფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

"ინტერი" მეორე წუთზე მარკუს ტურამის გოლით დაწინაურდა, რასაც ნახევარ საათში გოლით რიკარდო ორსოლინიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. შემდეგ არაფერი შეცვლილა - 1:1.

პენალტებში "ბოლონია" უფრო ზუსტი იყო - 3:2. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჩირო იმობილემ გაიტანა. იქამდე, "ინტერმა" ზედიზედ სამი პენალტი გააცუდა, რაც საკვანძო გამოდგა.

იტალიის სუპერთასის ტიტულისთვის 22 დეკემბერს, "ბოლონია" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093555