კალათბურთი

10:25 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის 21-ქულიანი მატჩი ისლანდიაში

ისლანდიის ჩემპიონატის მე-11 ტურში რატი ანდრონიკაშვილის "ალფტანესი" სტუმრად "სტიარნანთან" დაძაბულ ბრძოლაში 104:108 დამარცხდა, ხოლო ქართველ კალათბურთელს შედეგიანი თამაში ჰქონდა.

ანდრონიკაშვილმა 36 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. რატიმ 6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ეს მისი საუკეთესო თამაში იყო ისლანდიაში გადასვლის შემდეგ.

"ალფტანესი" 4 მოგებით და 7 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "არმანს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091115