„ბასკონიას“ 18 წლამდე გუნდში შესანიშნავი თამაში ჰქონდა მათე ხატიაშვილს, რომელმაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ გაიბრწყინა.
„ბასკონიამ“ 70;63 მოიგო, ხოლო ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი. ჯგუფში ამ ორი გუნდის ასევე არიან „მეგა ბასკეტი“ და „ჟუვენტუდ ბადალონა“.
მათე ხატიაშვილი „ბასკონიას“ ახალგაზრდულ გუნდში საკმაოდ კარგად თამაშობს. მას საქართელოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ესპანეთთან თავი 10 ქულით გამოიჩინა.









