ფეხბურთი

14:59 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი: "მილანიდან" წასვლა არ მინდოდა, მაგრამ გამაგდეს"

„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა ტეო ერნანდესმა „მილანიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, არ სურდა „როსონერის“ დატოვება, მაგრამ იძულებული გახადეს, რომ კლუბი დაეტოვებინა.

„არასდროს მომითხოვია „მილანიდან“ გაშვება და გასაოცარი ხელფასი კონტრაქტის გასანახლებლად. ეს ყველაფერი ტყუილია. უკეთესი დამოკიდებულება დავიმსახურე, მაგრამ როდესაც კლუბის ერთ-ერთი მენეჯერი გირეკავს და გეუბნება: „თუ აქ დარჩები, შემადგენლობას ჩამოგაშორებთ“, რისი გაკეთება შეგიძლია? უნდა წახვიდე.

„მილანიდან“ მალდინის წასვლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. იტალიაში მხოლოდ „მილანში“ ვითამაშებ. დაბრუნება? სანამ ზოგიერთი ადამიანი გუნდშია, არ დავბრუნდები. მენიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს? ჩენაირი სიტუაცია აქვს და ჩემი ამბავი კარგად არ დასრულდა.

საუდის არაბეთში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ „მილანს“ არასდროს დავტოვებდი. ბოლო დღეებში ვნახე ალეგრი, ტარე და იბრაჰიმოვიჩი. ფურლანი არა! ბარტეზაგი შევაქე, ის ყველაფერს იმსახურებს“, - თქვა ტეომ.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019-2025 წლებში თამაშობდა და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა. „ალ-ჰილალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მან 16 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096203