ვეტერანი ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა სავარაუდოდ, კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. სილვა „დრაკონებთან“ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
41 წლის ფეხბურთელით ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესდება, მაგრამ როგორც ჩანს, „პორტუ“ უფრო სწრაფად მოქმედებს.
ტიაგო სილვამ „ფლუმინენსე“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და სათამაშოდ ევროპაში ბრუნდება.
ტიაგო სილვამ „ფლუმინენსეში“ 2024 წლიდან 65 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები პსჟ-ში აქვს გატარებული, ასევე ოთხი წლის განმავლობაში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.







