სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:49 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ფიულკრუგის ტრანსფერს უახლოვდება

„მილანი“ ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ ნიკლას ფიულკრუგის ტრანსფერს უახლოვდება.

გარიგების დასასრულებლად ჯერ კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს. გერმანელი „მილანს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა შეუერთდეს, რაც იტალიელებს 14-15 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლებათ.

ნიკლას ფიულკრუგმა „ვესტ ჰემში“ 2024 წლიდან 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გერმანელ ფორვარდს კარიერის განმავლობაში „დორტმუნდში“, „ვერდერში“, „ჰანოვერში“, „ნიურნბერგსა“ და „ფიურტში“ უთამაშია.

0.093012