ფეხბურთი

18:08 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" არტიომ დოვბიკის გაყიდვას ცდილობს

უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს იანვარში სავარაუდოდ, „რომას“ დატოვება მოუწევს.

დოვბიკი ჯან პიერო გასპერინის გეგმებში არ შედის. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, უკრაინელი ბოლო დღეებში „ევერტონს“, „სანდერლენდსა“ და „ვესტ ჰემს“ შესთავაზეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

არტიომ დოვბიკი „რომას“ 2024 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან სახელი „ჟირონაში“ გაითქვა, სადაც 2023-2024 წლების სეზონში 24 გოლით ლა ლიგის ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159919