ფეხბურთი

18:40 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" "ჩელსისთან" ვოლტემადეს დუბლი არ ეყო

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

რომელი უნდა იყო კმაყოფილი შედეგით - რთული სათქმელია. „ნიუკასლმა“ დიდებულად დაიწყო და მეოცე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ნიკ ვოლტემადემ დუბლი შეასრულა.

„ჩელსი“ უსუსურად გამოიყურებოდა მთელი ტაიმი, მაგრამ მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა. 49-ე წუთზე რის ჯეიმსმა ულამაზესი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 66-ე წუთზე ჟოაო პედრომ გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 2:2.

„ჩელსი“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს, ხოლო „ნიუკასლი“ 23 ქულით მე-11 პოზიციაზეა და 26 დეკემბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086494