კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლიმასოლის „არისი“ შინ „ომონია არადიპუს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მე-15 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ეს ქვილითაიას მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში (მე-14 მატჩში).
„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 30 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.









