21:53 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მწვრთნელმა კომპანიმ გუნდის 2025 წლის სეზონი შეაჯამა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ თავისი გუნდის 2025 წლის სეზონი შეაჯამა. მიუნხენის გუნდი წლის ბოლო მატჩს 21 დეკემბერს, „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ამჟამად კი ბუნდესლიგის ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

„ჩვენ თანდათან უფრო თავდაჯერებულები ვხდებით. ბოლო თამაში სხვა ამბავია და შემდეგ იქნება შემდეგი. ახლა არანაირ ყოვლისმომცველ განცხადებებს არ გავაკეთებ. წლეულს ძალიან ცოტა თამაში წავაგეთ და საკმაოდ ბევრი მოვიგეთ. გაზაფხულზე ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. გვინდა, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. კარგი საფუძველი ჩავუყარეთ მომავალ წელს, ამიტომ ყველა ტიტულისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ. მჯერა, რომ გაზაფხული, მრავალი თვალსაზრისით, გადამწყვეტია.

შარშან ორი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ გვინდა მოგება. კარგ პოზიციაზე ვართ. ჩემპიონთა ლიგისთვის რბოლაში ბევრს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე მეტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა კომპანიმ მიუნხენის კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

0.094319