ფეხბურთი

23:20 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ „ვესტ ჰემთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მიერ ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ვესტ ჰემთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ.

„გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკმარისი არ იქნება მარტში, აპრილსა და მაისში ტიტულისთვის ბრძოლისთვის. ყოველთვის მადლობას ვუხდი ერლინგს გოლებისთვის, მაგრამ დღეს, მისი, ფილის (ფოდენის) და ნიკო ო’რაილის წყალობით, ძალიან კარგად ვითამაშეთ. დაცვაში ვვითარდებით, ეს ცხადია, მაგრამ ბურთის ფლობა იდეალურისგან შორს არის. ჩვენი შეტევის სტილი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავს თავს ჩვენი მოწინააღმდეგე. გვიხარია, რომ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში ვართ“, - თქვა გვარდიოლამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ინგლისის პრემიერლიგის 17 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ 37 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092387