ფეხბურთი

0:42 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანის გამარჯვების გოლი ნიდერლანდების ჩემპიონატში

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-17 ტურში „ექსელსიორმა“ „ცვოლე“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ირაკლი იეგოიანმა გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბედი 78-ე წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა, როცა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

21 წლის იეგოიანს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ექსელსიორი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 იანვარს, სტუმრად პსვ ეინდჰოვენს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162218