ესპანეთის ლიგა ენდესაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ ითამაშეს.
„ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „ჟირონა“ 96:89 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა არასრულ 22 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ლენოვო ტენერიფე“ 8 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 დეკემბერს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.
ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 85:90 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 12 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულაინი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გრანადა“ 1 მოგებით და 10 წაგებით მე-17 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს.









