„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში სტუმრად დაბალი დივიზიონის ბინადარი „ფონტენე“ 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ პსჟ-ს წლის ბოლო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსის გამო არ უთამაშია.
პსჟ-მ ისედაც ადვილად მოიგო. პირველ ტაიმში დეზირე დუემ და უსმან დემბელემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში გონსალო რამოშმა დუბლი შეასრულა და პსჟ 1/16-ფინალშია.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 4 იანვარს, ლიგა 1-ის ეგიდით შინ „პარიზთან“ გამართავს.
„ფონტენე“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 დემბელე (34, პენ), 0:3 რამოში (53), 0:4 რამოში (58)






