ესპანეთის პრიმერას მე-17 ტურში მადრიდის „რეალსა“ და „სევილიას“ შორის მატჩი დასრულდა. გუნდებმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ითამაშეს და მასპინძლებმა 2:0 გაიმაჯვეს.
მატჩის პირველი გოლი რეალელთა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა 38-ე წუთზე გაიტანა. 68-ე წუთზე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. „სევილიას“ მცველი მარკუანდი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. თავდამსხმელმა კილიან მბაპემ 86-ე წუთზე მასპინძელი გუნდის უპირატესობა პენალტით გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მბაპეს გატანილი გოლი მისი 59-ე იყო „რეალის“ მაისურით 2025 წელს. მან გაიმეორა „სამეფო კლუბის“ ყოფილი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი კლუბისთვის ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით. რონალდუმ ეს მიღწევა 2013 წელს დააფიქსირა.
18 მატჩის შემდეგ „რეალს“ 42 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. „სევილიას“ 17 მატჩის შემდეგ 20 ქულა მოუგროვდა და მე-10 ადგილზეა.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-17 ტური. 20 დეკემბერი: ოვიედო - სელტა 0:0, ლევანტე - სოსიედადი 1:1, ოსასუნა - ალავესი 3:0 რეალი - სევილია 2:0






