ფეხბურთი

11:43 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "2026 წელს უფრო დიდი ამბიციებით დავბრუნდებით"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასზე „ფონტენესთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, 2026 წელს მისი გუნდი უფრო დიდი ამბიციებით დაბრუნდება:

„მსგავს სტადიონზე თამაში შესანიშნავია. ვფიქრობ, სხვა დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ თამაში არასდროსაა ადვილი, ამიტომ, ყურადღებით და მატჩზე კონცენტრირებული უნდა იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები ვართ.

მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა და ბედნიერები ვართ, რომ ამ განსაკუთრებული წლის, 2025 წლის ბოლო მატჩი მოვიგეთ პსჟ-ს ყველა გულშემატკივრისთვის და ჩვენთვისაც. ბედნიერები ვართ, რომ საშობაო არდადეგები გვაქვს და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები დიდი ამბიციით, რათა მეტი ტიტული მოვიგოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 4 იანვარს, ლიგა 1-ის ეგიდით შინ „პარიზთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09734