ფეხბურთი

12:42 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "რეალში" ადაპტაციაში დამეხმარა, ეს გოლი მას ეძღვნება"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ „სევილიასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რატომ აღნიშნა გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში:

„კრიშტიანუ დამეხმარა „რეალში“ ადაპტაციაში, ბევრი ვისაუბრეთ, სასიამოვნო იყო. გოლს ჩემს სტილში აღვნიშნავ, მაგრამ მინდოდა, ეს გოლი რონალდუსთვის მიმეძღვნა. ის ჩემი მეგობარი და ჩემი კუმირია. მას საუკეთესო შობას და ახალ წელს ვუსურვებ“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ 2025 წელს „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 59 გოლი გაიტანა, რითაც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095879