ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს და კარლო ანჩელოტის იმედი აქვს. როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2026 წლის მუნდიალი მოიგონ.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია და ასევე შეუძლებელს, რათა მსოფლიო თასი ბრაზილიაში დავაბრუნოთ. ივლისში შეგიძლიათ პასუხი მომთხოვოთ. ანჩელოტი, დაგვეხმარე! თუ ფინალში გავალთ, გპირდებით, გოლს გავიტან“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, ისიც არ არის გადაწყვეტილი, მოხვდება თუ არა, ნეიმარი მუნდიალის განაცხადში, ამისთვის, პირველ რიგში, მას სათამაშო კონდიციაში ყოფნა დასჭირდება.









