მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა სოციალურ ქსელში, პროფილის ფოტო შეცვალა, რასაც გამოეხმაურება მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ ბრაზილიელს ინსტაგრამის გვერდზე პროფილზე „რეალის“ მაისურით ფოტო ჰქონდა, მაგრამ ის ბრაზილიის ნაკრების ფოტოთი შეცვალა. ეს ვინისიუსის პასუხი იყო „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებზე, რომლებმაც „სევილიასთან“ მატჩში შეცვლის მომენტში დაუსტვინეს.
ასე რომ, ვინის „რეალში“ საუკეთესო პერიოდი არ უდგას. აღსანიშნავია, რომ ესპანურ გრანდთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, რაც ზაფხზულში გუნდიდან მისი წასვლის შანსს უფრო ზრდის.






