„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა კობი მეინუზე გააკეთა კომენტარი.
კერძოდ, მეინუს ძმის საქციელზე, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გამოჩნდა მაისურით, რომელზეც ეწერა: „თავისუფლება კობი მეინუს“.
„მეინუ მორცხვი ბიჭია, ეს მისი ბრალი არ არის. ის მხოლოდ თავის ქმედებებსა და თამაშებზეა პასუხისმგებელი. იგივე მეც დამემართა, როცა „სპორტინგს“ ვწვრთნიდი: ჩემი ძმა სოციალურ ქსელში რაღაცას გამოაქვეყნებდა და შემდეგ მე უნდა მეპასუხა ამაზე. ნათლად ვთქვი: მას თავისი ცხოვრება აქვს, ეს ჩემთან არაფერ შუაშია.
კობიმ თავისი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. არ ვფიქრობ, რომ ცუდია „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 წლის ასაკში სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იყო, რუნიც ხანდახან. თავიდან ვერონიც კი არ თამაშობდა. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე არ ყოფილა. მოდით, ზედმეტი ჭორები ავიცილოთ თავიდან. უბრალოდ მინდა გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო და მეინუ უკეთესი მოთამაშე გახდეს. ვცდილობ, ფეხბურთელებს ვაჩვენო, რომ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ითამაშებ“, - თქვა ამორიმმა.






