საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ნიცასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა 45-ე წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „მწვანეებმა“ მეორე ნახევარში კიდევ გაუშვეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ხოლო ლიგა 2-ში 15 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, ლიგა 2-ში, სტუმრად „ლე მანთან“ ჩაატარებს.






