რაგბი

19:47 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 50:5 ყაზბეგი

crocobet დიდი 10-ის მე-12 ტურში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ ‘ყაზბეგი’ ბონუს-ქულით, 50:5 დაამარცხა და 2025 წელი პირველ ადგილზე დაასრულა.

„ბათუმი არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძლებმა თითო ტაიმში 4-4 ლელო გაიტანეს. ანგარიში მე-9 წუთზე პიტერ ვილიამსმა გახსნა, რომელმაც მე-9 წუთზე მეტოქის 22-თან ხაზი სუფთად გაჭრა. ამას იონა ფირცხალავასა და საბა ხონელიძეს ძალისმიერი ლელოები მოყვა და რეზი ჯინჭველაშვილმა ბოლო ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

‘ყაზბეგმა’ ფეხით გადაკიდების შემდეგ გუგუა ხულელიძეს ლელოთი უპასუხა, 34-ე წუთზე კი ხონელიძემ მოლის შემდეგ დუბლი შეასრულა და ჯინჭველაშვილმა გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 26:5.

53-ე წუთზე ვილიამსმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ლელომდე 80 მეტრი ირბინა. ნიკოლოზ ღარიბაშვილის შემდეგ მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და გიორგი შუკაკიძემ ორი, ხოლო კავეკინი ტამბუმ ერთი ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა ორი გარდასახვა გამოიყენა და ‘ბათუმმა’ 50:5 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შუკაკიძე გახდა. ‘ბათუმმა’ 44 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ახალ წელს ლიდერის პოზიციაზე ხვდება. ‘ყაზბეგი’ 12 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168873