ფეხბურთი

21:20 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, "ვილიარეალმა" "ბარსელონასთან" წააგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

პირველ ტაიმში რაფინიამ პენალტით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში ლამინ იამალმა სხვაობა გაზარდა. მარსელინოს გუნდი 39-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან რენატო ვეიგა გააძევეს - 0:2.

„ვილიარეალი“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგა, თასი, ლა ლიგა თითოჯერ), მაგრამ კონკრეტულად ლა ლიგაში 6-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა.

გიორგი მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა, საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში: ჯერ პენალტს ითხოვდა, როცა საჯარიმოში წაიქცა, ხოლო შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი დარტყმა ჟოან გარსიამ მოიგერია.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 35 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ელჩეს“ ესტუმრება, ხოლო „ბარსელონა“ 46 ქულით ლიდერობს ლა ლიგას და 3 იანვარს, „ესპანიოლს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094368