გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ჰაიდენჰაიმს“ ესტუმრა, რომელიც 4:0 გაანადგურა.
პირველ ტაიმში იოსიპ შტანიშიჩმა და მაიკლ ოლისემ გაიტანეს, ხოლო მატჩის მიწურულს ლუის დიასმა და ჰარი კეინმა ბავარიელთა უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცეს.
ბუდუ ზივზივაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, მან ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამოტოვა. „ჰაიდენჰაიმი“ 11 ქულით მე-17 ადგილზეა და ზამთრის პაუზას გასავარდნ ზონაში გაატარებს და 10 იანვარს, „კიოლნს“ დაუპირისპირდება, ამ მატჩისთვის სავარაუდოდ, ზივზივაძეც გამოჯანმრთელდება.
„ბაიერნი“ 41 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, მომდევნო ტურში 11 იანვარს „ვოლფსბურგს“ შეხვდება.
„ჰაიდენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 სტანიშიჩი (15), 0:2 ოლისე (32), 0:3 ლუის დიასი (86), 0:4 კეინი (90)






