ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.
უნაი ემერის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო, პრემიერლიგაში - მეშვიდე. გარდა ამისა, პრემიერლიგაში ბოლო 12 ტურში მე-11 გამარჯვება იზეიმა. არადა, საწყის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა (3 ფრე, 2 წაგება) და გასავარდნ ზონაში იყო.
„ასტონ ვილამ“ მორგან როჯერსის დუბლით მოიგო, რასაც რუბენ ამორიმის გუნდმა მათეუშ კუნიას გოლით უპასუხა.
„ასტონ ვილა“ 36 ქულით მესამეა და ლიდერ „არსენალს“ სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო „მანჩესტერი“ 26 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.
„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 როჯერსი (45), 1:0 კუნია (45), 2:1 როჯერსი (57)






