აფრიკის თასის 2025 წლის გათამაშება დაიწყო, რომელსაც მაროკო მასპინძლობს და გახსნის შეხვედრაში მაროკოს ნაკრებმა კომორის კუნძულების ნაკრები დამაჯერებლდ დაამარცხა.
მასპინძლები მეორე ტაიმის სტარტზე ბრაიმ დიასის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს აიუბ ელ კააბიმ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. ელ კააბის გოლი უბრალოდ დიდებული იყო, მაკრატელა დარტყმით ნამდვილი შედევრი შექმნა.
ამრიგად, მაროკომ აფრიკის თასი მოგებით დაიწყო. ამავე ჯგუფში მალი და ზამბია არიან.









