„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ალექსანდერ ისაკმა შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს.
„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში შვედმა ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება მიიღო, როდესაც გოლი გაიტანა. ამიტომაც, მალევე შეცვალეს. ისაკს მაგნიტურ-ტომოგრაფიული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რაც ტრავმის ხარისხს დეტალურად გამოაჩენს.
მანამდე, თავდაპირველი ნიშნები დამაიმედებელი არ არის და დიდი შანსია, რომ ტრავმა ძალიან სერიოზული იყოს, რაც ისაკის რამდენიმეთვიან უქმობას გამოიწვევს.
მიმდინარე სეზონში ალექსანდერ ისაკმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.






