ფეხბურთი

10:00 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "სეზონის პირველი ნაწილი ზოგჯერ რთული იყო"

„ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ 2025 წლის ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

როგორც ქართველი ფორვარდი წერს, სეზონის პირველი ნაწილი ზოგჯერ რთული იყო:

„2026 წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანანებელი არაფერი გვქონდეს. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის სეზონის პირველ ნაწილში, რომელიც ზოგჯერ რთული იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდი არ ყოფილა. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სასიამოვნო დღესასწაულებს გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 35 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ელჩეს“ ესტუმრება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087782