კალათბურთი

10:40 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტო" სტუმრად "ბრუკლინთან დამარცხდა, მამუკელაშვილი 4 ქულას დასჯერდა

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ბრუკლინ ნეტს" დაუპირისპირდა და 81:96 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ მატჩი საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა, მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ მიმდინარე სეზონში მერვე გამარჯვება იზეიმეს.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. სანდრომ 3 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ისროლა ზუსტად, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 17 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი 24 დეკემბერს "მაიამის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097879