ფეხბურთი

11:40 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი: "ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უკეთესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა"

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვყავდა, "ასტონ ვილა" საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და პრაქტიკულად არ აგებს. მიუხედავად ყველაფრის ვფიქრობ, რომ დღეს არ გაგვიმართლა, რადგან კარგი მატჩი ჩავატარეთ და უფრო მეტს ვიმსახურებდით. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უკეთესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ, რომ "მანჩესტერი" თამაშიდან თამაშამდე უმატებს და უფრო უკეთესი ხდება, თუმცა ეს ფეხბურთია და ხანდახან ის შედეგი არ დგება, რომელსაც ვიმსახურებთ. შემდეგი თამაში "ნიუკასლთან" გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

არ ვიცი რამდენ ხანს მოუწევს ბრუნოს უქმობა, მაგრამ შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ის და კობი მეინო მომდევნო მატჩში ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებენ", - განაცხადა ამორიმმა.

ცნობისთვის, „მანჩესტერი“ 26 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ასტონ ვილა“ 36 ქულით მესამეა და ლიდერ „არსენალს“ სამი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094503