საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაევოს" თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი დიდი ალბათობით კარიერას შვედურ "აიკში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Oslobođenje-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ყველაფერი უახლოეს დღეებში დასრულდება. წინასწარი ინფორმაციით გულიაშვილი კვირის ბოლომდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.
ცნობისთვის, გულიაშვილი "სარაევოს" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 20 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.









