გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჩოგბურთელმა, პოლინა კუდრემეტოვამ მოქალაქეობა შეიცვალა და უზბეკეთის სახელით იასპარეზებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მინდინარე წელს უკვე ოთხმა რუსმა ჩოგბურთელმა შეიცვალა მოქალაქეობა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა გადაწყვიტა, რაც რუსებს ნამეტანი აბრაზებს.
პოლინა ცნობილი ჩოგბურთელის, ვერონიკა კუდრემეტოვას უმცროსი დაა არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით არამედ თავისი დახვეწილი სტილითა და ქარიზმით იკრებს პოპულარობას. სოციალურ ქსელებში მისი ყოველი ახალი ფოტო ათასობით მოწონებას აგროვებს, თუმცა პირად ცხოვრებაზე ჩოგბურთელი დუმილს ამჯობინებს.
გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: ვინ არის პოლინას გულის მპყრობელი და არის თუ არა ოლინა კუდრემეტოვა შეყვარებული, თუ მისი გული მთლიანად ჩოგბურთს ეკუთვნის? პასუხი, ჯერჯერობით, მხოლოდ თავად სპორტსმენმა იცის…









