FIFA-მ 2025 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს ესპანეთის ნაკრები იკავებს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წელი 73-ე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრები 1362.37 ქულით 73-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩვენს წინ მყოფ განის ნაკრებს 1351.09 ქულა აქვს, ბოსნია ჰერცეგოვინას კი 1362.37 ქულა. რეიტინგში 74-ე ადგილს ისლანდია იკავებს, ხოლო 75-ე პოზიციაზეა ფინეთი.
რეიტინგის პირველი ათეული ნაკრების რეიტინგი შემდეგნაირია:
1 ესპანეთი
2 არგენტინა
3 საფრანგეთი
4 ინგლისი
5 ბრაზილია
6 პორტუგალია
7 ნიდერლანდები
8 ბელგია
9 გერმანია
10 ხორვატია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 6 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს, ვლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.






